შროშა-რიკოთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამტრედიელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრაილერი, რომელსაც გოჩა შენგელია მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.