“გილოცავთ დავითობას, გელათი გადასარჩენია!” - ასეთი პლაკატი გამოჩნდა ქუთაისში უწყვეტი პროტესტის 438-ე დღეს. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესასწაულზე ქუთაისელმა აქტივისტებმა გელათის მონასტრის უმძიმესი მდგომარეობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "ოცნების ხელისუფლების" დროს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ნადგურდება და ჩინოვნიკები მოქალაქეებს ტაძრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.