ტყიბულის "მეშახტეს" პრეზიდენტმა ლევან ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.

მიუხედავად არაერთი წარმატებისა, რომელიც ლევან ჯაფარიძემ გუნდს მოუტანა, ის “მეშახტეს“ აღარ უხელმძღვანელებს.

ჯაფარიძე აქციაზე ღიად დაუპირისპირდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძეს და სასწავლებლის თსუ-სთან გაერთიანება გააპროტესტა.

ჯაფარიძე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ დეტალებზე სამშაბათს ილაპარაკებს.

"ჯერ ერთი 2 დღე კომენტარს ვერ გავაკეთებ, უნდა წავიდე, ხალხს დაველაპარაკო, დავემშვიდობო და ა.შ. ვერ გაგცემთ პასუხს, ვერაფერზე", - განაცხადა “ტვ პირველთან" ჯაფარიძემ.