გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და სხვა რეგიონებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი დაფიქსირდა თერჯოლაში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 25 კუბური მეტრი მოცულობის ტეშენიტის ქვა.
საერთო ჯამში მდინარეების - ჭოროხის, ყვირილას და მტკვრის კალაპოტებიდან უკანონოდ 295-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში მოიპოვეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, ჯამში 5500 ლარზე მეტია.