რეგიონებში ელექტროენერგია 5-6 თეთრით გაძვირდა.
სემეკის მიერ ახალი დადგენილი ტარიფები ასეთია:
10–6-3.3 კვ. ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებლები: ტარიფი იზრდება 27.880-დან 32.880 თეთრამდე (ზრდა 5 თეთრი), რაც შეადგენს 17.9%-იან მატებას.
380-220 ვ. ძაბვის მომხმარებლები (მცირე საწარმოები): ტარიფი იზრდება 28.961-დან 35.713 თეთრამდე (ზრდა 6.7 თეთრი), რაც ყველაზე მაღალი, 23.3%-იანი მატებაა.
0–101 კვტ.სთ მოხმარების აბონენტები (და საერთო მრიცხველის მქონე): ტარიფი იზრდება 14.731-დან 19.731 თეთრამდე (ზრდა 5 თეთრი), რაც 33.9%-იან მატებას ნიშნავს.
101–301 კვტ.სთ მოხმარების აბონენტები: ტარიფი იზრდება 18.707-დან 23.707 (ზრდა 5 თეთრი) თეთრამდე, რაც 26.7%-იანი მატებაა.
301 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარების აბონენტები: ტარიფი იზრდება 23.227-დან 28.227 (ზრდა 5 თეთრი) თეთრამდე, რაც შეადგენს 21.5%-იან მატებას.
ახალი ტარიფები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.