ქუთაისში, №3 საჯარო სკოლის შენობის დაზიანებული ფასადი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. რამდენიმე თვის წინ სკოლის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა, რის შემდეგაც ადგილზე უსაფრთხოების მიზნით რკინის ბარიკადები განთავსდა და პერიმეტრზე გადაადგილება აიკრძალა.
თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უკვე რამდენიმე კვირაა, ბარიკადები თვითნებურად არის გახსნილი და დღეს საშიშ ზონაში მოსწავლეები, ტურისტები და სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან.
მოსახლეობის თქმით, არსებული ვითარება სერიოზულ რისკებს ქმნის და ჩნდება კითხვები - რა ზომებს იღებენ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები და ვინ არის პასუხისმგებელი მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე.
ასევე, აქტუალურია კითხვა: ვალდებულია თუ არა მოქალაქე, თავად აკონტროლოს გარემო და მუდმივად ზემოთ იყუროს, რათა გადაადგილების უსაფრთხოება განსაზღვროს.