ქუთაისში საავადმყოფოში შეიყვანეს  ბავშვი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა.

"ინფო იმერეთის" ინფორმაციით, ბავშვი ქუთაისში, "დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრშია"  გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა გურიაში  მოხდა.

"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.