ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ძლიერი მეწყრული პროცესების განვითარებიდან თითქმის 3 კვირა გავიდა.

სტიქიიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, სოფელში მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ოფიციალური ინფორმაციით, დანგრეულია 15-მდე სახლი, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული და დაბზარული შენობების რაოდენობა ბევრად მეტია.

მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი–ტყიბულის მთავარი დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, რის გამოც საავტომობილო გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია და მოსახლეობა სერიოზულ პრობლემებს აწყდება.

ამ ეტაპზე 45 ოჯახი გადაყვანილია ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, ტერიტორიაზე გეოლოგები მონიტორინგს აგრძელებენ და მეწყრული პროცესები სტაბილიზაციის ფაზაშია გადასული.

ფოტო: ლევან ზაზაძე