გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 779 ფაქტი გამოავლინეს.

446 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 150 – ქუთაისში, 141 – ბათუმში, 42 კი – რუსთავში.

684 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 95 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

471 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 290 – მიკროავტობუსების, 18 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.