ქუთაისში, მდინარე რიონში ავტომობილი გადავარდა.

შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

პერიმეტრზე ასევე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს გამოძიება დაწყებული აქვს.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.