ქუთაისში, მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.

ინფორმაციას "ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უდასტურებენ.

ავტომობილი, რომელშიც მამაკაცები იმყოფებოდნენ, მდინარე რიონში გადავარდა. შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.