ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა დაცლილია - თანამშრომლები საჯარო  მოხელის დღეს აღნიშნავენ.

ქუთაისის მერიამ საჯარო მოხელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების მიზნით რამდენიმე კვირის წინ 35 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  500 ადამიანზე საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებები დაამზადა, რომელიც მერიის თანამშრომლებს გადაეცემათ. 

"მერიაში შევედი და ხალხი არ დამხვდა. დაცვას ვკითხე და მითხრეს, ღონისძიებაზე არიანო. არასამუშაო საათებში რომ აღენიშნათ საჯარო მოხელის დღე, არ შეიძლებოდა? ან არასამუშაო დღეს?! მერიის მიტოვება და დაცლა შეიძლება?!“- უთხრა „ინფო იმერეთს“ მერიაში მისულმა მოქალაქემ, რომელსაც განუმარტეს, რომ მის საქმეზე ორშაბათს უნდა მისულიყო.