ქუთაისში 38 000 ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

როგორც "ინფო იმერეთს" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, სასმელი წყლის აღდგენა დაახლოებით 2-3 საათში დაიწყება.

მიზეზი, რის გამოც მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება, კონტრაქტორი კომპანიის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოებია.