ქუთაისში, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ისე განაახლეს, რომ მასზე დატანილ წარწერებზე ოკუპანტი რუსეთი ნახსენები არ იყო.

ამასთან, ომის დაწყების თარიღად მემორიალზე მიუთითეს არა 7 აგვისტო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, არამედ 8 აგვისტო.

სოციალურ ქსელში მემორიალის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებას მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

6 აპრილის საღამოს მემორიალიდან წარწერა მოხსნეს.

მემორიალის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერიამ 164 000-ლარიანი ტენდერი 2025 წლის 7 ივლისს გამოაცხადა. ხელშეკრულება ამავე თანხაზე შპს "სანი 2020“-სთან გააფორმა.

2008 წლის აგვისტოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.

ფოტო: გოჩა უგლავა