ქუთაისში ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა.

თვითდასაქმებულები დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის მიუხედავად, კომპანია "მაქსიმში" მგზავრობის ტარიფი არ დაკორექტირებულა, რის გამოც ისინი მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

"საწვავი ხედავთ როგორ გაიზარდა, მანქანა კიდევ მხოლოდ საწვავი არ არის. ტარიფი კი "მაქსიმში" არ იზრდება. შეუძლებელია ასე მუშაობა, ჩვენ მოხალისეები ხომ არ ვართ, სახლში გვინდა რაიმე მივიტანოთ", - ამბობენ ტაქსის მძღოლები, რომლებმაც პრობლემის გაშუქება "ინფო იმერეთს" სთხოვეს.