ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე განმეორებითი მეწყერი მოხდა. ადგილზე ცოტა ხნის წინ კლდის ფერდი ჩამოიშალა.
ეს არის ადგილი, სადაც მსგავსი შემთხვევა პირველად რამდენიმე კვირის წინ მოხდა. იქიდან გამომდინარე, რომ პერიმეტრი რამდენიმე კვირაა, საპატრულო პოლიციას გადაკეტილი აქვს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, ხშირია შემთხვევები როცა პერიმეტრზე კლდიდან ქვები ცვივა, ხელისუფლებას პერიოდულად საქმის კურსში აყენებენ, თუმცა უშედეგოდ.
მოსახლეობას გადაადგილება შეუძლია ალტერნატიული გზებით.
გზის ამ მონაკვეთზე, გეოლოგიური დასკვნის მიღების შემდეგ, გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.