გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხილულ გამონაბოლქვთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში ფიქსირდება (53%), შემდეგ მოდის ბათუმი (18%), ხოლო მესამე ადგილზეა ქუთაისი - 16%-ით.
დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით, ინსპექტირება 2023 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს. ამ პერიოდში:
2023 წელს გამოიწერა 2 980 ჯარიმა
2024 წელს - 5 565
2025 წელს - 6 022
2026 წლის იანვარ-მარტში - უკვე 2 239
საშუალოდ, ქვეყანაში ხილული გამონაბოლქვის გამო დღეში 20-22 მძღოლი ჯარიმდება.
ქუთაისშიც, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, სანქციები ვრცელდება როგორც მძღოლზე, ასევე ავტომობილის მფლობელზე. პირველ დარღვევაზე ჯარიმა 100 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი თანხა 300 და შემდეგ 600 ლარამდე იზრდება.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ ეთანხმება დარღვევას, მას 2 საათი აქვს იმისთვის, რომ ავტომობილი სპეციალურ ცენტრში გადაამოწმოს. სტატისტიკურად, ასეთი შემთხვევების მხოლოდ 2%-ში დგინდება, რომ მანქანა რეალურად გამართული იყო და ჯარიმა უქმდება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს როგორც კონტროლის გამკაცრებაზე, ისე ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოწვევებზე.