მასწავლებელსა და აქტივისტ ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელსაც ადვოკატები და ნინო დათაშვილიც დაეთანხმნენ.
გირაოს თანხა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში შეგროვდა და ნინო დათაშვილი საპატიმრობს დღესვე დატოვებს.
ნინო დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული კი ჯარიმას, ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.
დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობის დროს გაუარესდა და ის მკურნალობას საჭიროებს.