“სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ქართველი გამომცემლები და მწერლები დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისთვის ერთიანდებიან.
ქართველი ხელოვანები ამბობენ, რომ თუ ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია არ იარსებებს, მაშინ ცხოვრება საბჭოთა კავშირს დაემსგავსება.
დილიდან თბილისის წიგნის დღეებზე ხალხმრავლობაა. დღეს გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა ონლაინ მედიების დასახმარებლად გადაირიცხება, რადგან მათი თქმით, რეპრესიული კანონების პირობებში თავისუფლად შეძლონ მუშაობა.
"მიგვაჩნია, რომ ის საქმე რასაც სინათლე მედია, ანუ დამოუკიდებელი მედია აკეთებს საქართველოში, უმნიშვნელოვანესია. კრიტიკული მედიის არსებობა ქვეყანაში განაპირობებს კრიტიკული აზრი არსებობას. მიმაჩნია, რომ ყველა ის გამომცემლობა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ კულტურულ საქმეს აკეთებს ქვეყანაში და ემსახურება საგანმანათლებლო პროცესს, წიგნიერებას ზოგადად, უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდით და მხარდამხარ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
მედიის წარმომადგენლები გამომცემლების მხარდაჭერას მნიშვნელოვნად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მორალურადაც და ფინანსურადაც ძალიან დაეხმარებათ.