ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ცოტა ხანში "ბათუმელების" და ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყება.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლები სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან იმყოფებიან, სადაც ცოტა ხანში პენიტენციური სამსახურის ავტომობილით მზია ამაღლობელს შეიყვანენ.
მათ თან აქვთ ბანერები წარწერით - "თავისუფლება მზიას".
მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თითქმის 10 თვეა, უკანონო პატიმარია.