მთავარიახალი ამბებისლაიდი

აბაზაძე, აბაშიძე, აბრამიშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია, “ინფო იმერეთის” ახალი რუბრიკა

აბაზაძე, აბაშიძე, აბრამიშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია, “ინფო იმერეთის” ახალი რუბრიკა

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო ახალ რუბრიკას – “იცოდე შენი გვარის ისტორია” იწყებს.

დღეიდან, ყოველ კვირას “ინფო იმერეთი” 3 გვარის ისტორიას შემოგთავაზებთ.

დღეს კი აბაზაძის, აბაშიძის და აბრამიშვილის გვარის ისტორიას მოგიყვებით.

აბაზაძე – გავრცელებულია ხაშურის რაიონში, თბილისში და სხვა რეგიონებშიც. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი აბაზა. გვარი მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანს ვარაუდობენ (ადიგენის რაიონი). გიორგი ახვლედიანის მითითებით, აბასთუმანი აბაზაძეთა უბანს აღნიშნავდა.

აბაშიძე – ერთ-ერთი პოპულარული ისტორიული გვარია. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელთაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში. ეთნონიმადაც არის ცნობილი: აბაში. შედარებითი ტოპონიმები: აბაშა (ქალაქი, რაიონული ცენტრი), აბაშეთი (ქვეყანა). ამავე ძირისაა: აბაშია, აბაშიშვილი (წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში, ბარათაშვილთა შტო).

აბრამაშვილი – აბრამ ძველი ებრაული “მამა სიმაღლისა“, ან “ამაღლებული“ ქართული მნიშვნელობით ემთხვევა აგრეთვე მეორე ებრაული სახელი აბრაჰამ (-აბრაამ – აბრამ) „მამა მრავალთა“.

კომენტარები