მთავარიახალი ამბებისლაიდი

ადვოკატი – ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებული ძალიან სავალალო, რთულ მდგომარეობაშია

ადვოკატი – ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებული ძალიან სავალალო, რთულ მდგომარეობაშია

ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმისთვის დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ გიგა ნარსია რთულ მდგომარეობაშია.

მისივე თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად იმას შესთავაზებს, რაც დაკავებულის ინიციატივა იქნება.

“ძალიან სავალალო, რთულ მდგომარეობაშია. დღეს ჩემი ინიციატივით ვარ მოსული, რომ მას შევხდე და გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდეთ. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების დაყენების საკითხს, თუ რა სახის აღკვეთ ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენ სასამართლოს, ალბათ, ამასაც დაკავებული პირის ინიციატივით და მასთან შეთანხმებით გავაკეთებთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია არის თუ არა ჯანმრთელობის, სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული მის დაზიანებასთან დაკავშირებით და გასარკვევია იყო თუ არა აუცილებელი დაზიანებების მიყენება, რომლებიც ფიზიკურად აღიქმება”, – განაცხადა ადვოკატმა.

თავდამსხმელის ადვოკატი არ გამორიცხავს, ჩატარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რათა დადგინდეს რამდენად მდგრადია მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

ადვოკატმა არ გამორიცხა სასამართლოზე მოწმის სახით შს მინისტრის მოადგილის დაბარებაც, რომელიც “აყვანის” პროცესს ესწრებოდა.

37 წლის გიგა ნარსია ქუთაისში 20 სექტემბერს “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და მძევლები აიყვანა. სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბანკზე თავდამსხმელი ოფიციალური ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

კომენტარები