მთავარიახალი ამბებისლაიდი

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – სატვირთო მიკროავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – სატვირთო მიკროავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მიკროავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

თვითმხილეველების ინფორმაციით, მიკროავტობუსში მძღოლი მარტო იმყოფებოდა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია.

“მიკროავტობუსი დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. საბედნიეროდ, ტრანსპორტში მყოფი ერთადერთ პირს, მძღოლს არანაირი დაზიანებები არ მიუღია. სავარაუდოდ, მოწყვეტით არ გადავარდნილა, ჩაგორდა და მძღოლმა საკუთარი თავის კონტროლი მოახერხა”, – გვიყვება თვითმხილეველი.

კომენტარები