მთავარიახალი ამბებისლაიდი

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის გზაზე – დაღუპულია სასულიერო პირი და 8 წლის ბავშვი

ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიის გზაზე – დაღუპულია სასულიერო პირი და 8 წლის ბავშვი

ქუთაისთან ახლოს, სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა, მათგან ერთი სასულიერო პირია, მეორე – 8 წლის ბავშვი.

კიდევ ერთი მოზარდი და ტრაილერის მძღოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები