მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ათენიდან გამოფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ვერ დაჯდა

ათენიდან გამოფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ვერ დაჯდა

ათენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამოფრენილი თვითმფრინავი, გაურკვეველი მიზეზის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

ქუთაისის აეროპორტში ამბობენ, რომ ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა, თუმცა არ საუბრობენ, კონკრეტულად რა მოხდა.

აეროპორტში მგზავრების დასახვედრად  ქუთაისში არაერთი ადამიანი შეიკრიბა. მათ  უკმაყოფილება გამოხატეს და განაცხადეს, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთში სპეციალურად ამ რეისის მგზავრების დასახვედრად ჩამოვიდნენ თვითმფრინავი კი პირიქით დაჯდა.

კომენტარები