მთავარიახალი ამბებისლაიდი

ათობით ათასი ლარი საახალწლო მორთულობებისთვის – იმერეთის მუნიციპალიტეტები ახალი წლისთვის ემზადებიან

ათობით ათასი ლარი საახალწლო მორთულობებისთვის – იმერეთის მუნიციპალიტეტები ახალი წლისთვის ემზადებიან

იმერეთში საახალწლო სამზადისი დაიწყეს. ვანის, სამტრედიის, ტყიბულის და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა საახალწლო განათებების შესაძენად 188 ათასი ლარი გამოყვეს. ინფორმაციას ifact.ge ავრცელებს.

ამ თანხით ნაძვის ხის, შენობების, ხეების და ბოძების მოსართავ ნათურებს და სათამაშოებს ყიდულობენ.

საახალწლოდ 70000-ლარიანი ტენდერი აქვს გამოცხადებული ტყიბულის მერიას. ეს თანხა მერიის, თეატრის და ძველი სასტუმროს შენობის მოსართავი ნათურებისთვის, ასევე ბუჩქების და ხეების განათებებში და ცენტრალურ მოედანზე 2022-ის ფორმის მანათობელ კონსტრუქციაში უნდა გადაიხადონ.

ქალაქის საახალწლოდ გასანათებლად 53000 ლარს ხარჯავს სამტრედიის მერია.

საჩხერის მერიამ წელს 10-მეტრიანი საშობაო ნაძვის ხისთვის და სხვა საახალწლო მორთულობებისთვის 50 ათასი ლარი გამოყო.

ქალაქის მოსართავად 15 000 ლარს დახარჯავს ვანის მერია. ამ თანხით, ჯამში 178 ცალი მანათობელი ფიგურა და სათამაშო უნდა შეიძინონ.

 

კომენტარები