მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ამათი იერიც და სახეც ეს არის, გატრუნულ ენჯეოებს თუ ჰგონიათ ამ მავნებლებისგან გამოირჩევიან, დაე გაიხნაგრძლივონ გრანტების დაწურვით მიღებული სიამოვნება”

“ამათი იერიც და სახეც ეს არის, გატრუნულ ენჯეოებს თუ ჰგონიათ ამ მავნებლებისგან გამოირჩევიან, დაე გაიხნაგრძლივონ გრანტების დაწურვით მიღებული სიამოვნება”

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მდინარე რიონის ფერდობი სამშენებლო მასალებით არის დაბინძურებული.

ფოტოებს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს.

მესამე სექტორის წარმომადგენელი წუხს, რომ მსგავსი ტიპის პრობლემებების შესახებ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები არ საუბრობენ, რადგან მათი დიდი ნაწილი მერიასთან ალიანსშია შესული.

“ნაგავსაყრელი მოაწყვეს და ყველაფერს რიონში ყრიან. გახსოვთ ალბათ, 8 აგვისტოს 1000 -1000 ლარით თაბახის მეოთხედი ზომის ანტირუსული სტიკერის მიკვრის გამო, რომ დაგვაჯარიმეს-იერსახეს ამახინჯებთო.

ამათი იერიც და სახეც ეს არის. ჰო, გატრუნულ ენჯეოებს თუ ჰგონიათ ამ მავნებლებისგან გამოირჩევიან, დაე გაიხნაგრძლივონ გრანტების დაწურვით მიღებული სიამოვნება, ზოგიერთი მემორანდუმებით რომ დარბის აღმასკომში ეკოლოგიის და მწვანე სექტორის განვითარებაზე მოფიქრალები და ნაწილი აქტივისტობის სიგელ-გურჯებს თბილისის “ავტორიტეტულ” NGO- მუქთახორების ოფისებში ეძებენ. გაურკვევლობად რომ არ დარჩეს ვის ეხება, ყველას, ვინც ჩვენს ცინიკური დაჯარიმებაზე რაიმე ფორმით რეაქცია არ გამოხატა, ამ ნაგავს მდუმარედ ყლაპავს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრად მოაქვს თავი”, – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

კომენტარები