მთავარიახალი ამბებისლაიდი

ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მეწყერის გამო დიდი რაოდენობით თხევადი მასა მიედინება

ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მეწყერის გამო დიდი რაოდენობით თხევადი მასა მიედინება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი განვითარდა. ქალაქში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დიდი რაოდენობით თხევადი მასა მიედინება.

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელია და ჯერჯერობით ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურის და სავაჭრო ობიქტების მფლობელები გააფრთხილეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მასის ჩამოსვლა. დილიდან გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ტერიტორიას შეისწავლიან. ადგილზე უსაფრთხოებისათვის სამართალდამცავები მორიგეობენ.

კომენტარები