მთავარიახალი ამბებისლაიდი

აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2%-ით, პური და პურპროდუქტები კი 28.8%-ით გაძვირდა

აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2%-ით, პური და პურპროდუქტები კი 28.8%-ით გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის ჯგუფზე.

საქსტატის მონაცემებით, ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 22.4 პროცენტიანი მატება, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ყველაზე მეტად, 29.1 პროცენტით ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე. 10.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე, ხოლო 3.9 პროცენტიიანი – სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე.

ფასების ზრდის ტენდენცია ნარჩუნებოდა აპრილშიც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 28.8 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 24.1 პროცენტით. ზეთსა და ცხიმზე ფასები მომატებულია – 20.8 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 19.3 პროცენტითაა გაძვირებული, თევზეული – 18.9 პროცენტით. რძე, ყველი და კვერცხი 18.0 პროცენტთ გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო კი 17.6 პროცენტით. ხილსა და ყურძენზე ფასებმა 14.4 პროცენტით, ხოლო ხორცზე და ხორცის პროდუქტებზე 10.9 პროცენტით მოიმატა.

 

კომენტარები