მთავარიახალი ამბებისლაიდი

“არანაირად არ დავუშვებთ კორპუსის მშენებლობას, ეს სახლი ძალიან ბევრი ოჯახისთვის საფრთხის შემცველი იქნება”

“არანაირად არ დავუშვებთ კორპუსის მშენებლობას, ეს სახლი ძალიან ბევრი ოჯახისთვის საფრთხის შემცველი იქნება”

ქუთაისში, სოლომონ პირველის მე- 6 შესახვევში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მათ დასახლებაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.

ადგილზე ამ ეტაპზე ძველი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.

სოლომონ პირველის მე-6 შესახვევში მცხოვრებლების თქმით, კორპუსის აშენების შემთხვევაში მომიჯნავე სახლის მდგრადობას საფრთხე ემუქრება, ასევე მოხდება ქუჩის იერსაც დამახინჯებაც.

“არანაირად არ დავუშვებთ ამ კორპუსის მშენებლობას. თუ საჭირო იქნება კარვებს გავშლით, როგორც მშენებლობის ადგილზე, ასევე ქუთაისის მერიასთან. ეს სახლი ძალიან ბევრი ოჯახისთვის საფრთხის შემცველი იქნება”, – აცხადებენ ადგილობრივები.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის და მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცესი.

“ამ ეტაპზე დადგენილია მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცესი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა მშენებლობის ნებართვა, ამ ეტაპზე ხორციელდება დემონტაჟი ძველი სახლის, მეზობლების უფლებები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და დაცული,”- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

კომენტარები