მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“არა რუსულ კანონს”, – უწყვეტი პროტესტის 41-ე დღე ქუთაისში

“არა რუსულ კანონს”, – უწყვეტი პროტესტის 41-ე დღე ქუთაისში

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

ახალგაზრდები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თავდაპირველად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა ქალაქის ერთ-ერთ უბანში, გორაზე მოაწყვეს.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილებას აძლევენ და მმართველ გუნდს ურჩევენ, პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დაძლევენ.

კომენტარები