მთავარიახალი ამბებისლაიდი

აქციის მონაწილეებს ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან ადგილობრივები დაუპირისპირდნენ

აქციის მონაწილეებს ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან ადგილობრივები დაუპირისპირდნენ

ივანიშვილის სოფელში, ჭორვილაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირება იყო.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივები დაახვედრეს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ჭორვილა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც დღეს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნის იკრიბებიან. იქ ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე და მისი წარმომადგენლები ჩავიდნენ.

კომენტარები