მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში, ასევე ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური”

“აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში, ასევე ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური”

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, ცხედარი აღმოჩენილია რიონის კალაპოტში.

“ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

11 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები