მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აშშ-ის საელჩო – მზად ვართ, ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევაში დავეხმაროთ

აშშ-ის საელჩო – მზად ვართ, ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევაში დავეხმაროთ

აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ აშშ მზადაა, ქუთაისის აეროპორტს საექსპორტო ჰაბად გადაქცევაში დაეხმაროს, რადგან მას ამის დიდი პოტენციალი აქვს.

საელჩოს თქმით, ეს დასავლეთ საქართველოს ფერმერებს დიდ სარგებელს მოუტანს.

“ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.

შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები