მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აშშ-ში დაკავებული ქუთაისელი “კანონიერი ქურდის” ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან

აშშ-ში დაკავებული ქუთაისელი “კანონიერი ქურდის” ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან

ამერიკაში დაკავებული ქართველი კრიმინალური დაჯგუფებიდან ერთ-ერთი ვაჟა გაბადაძე, იგივე იგივე “ნათან იუსუპოვია”.

დაკავებულის ოჯახის წევრები კამერებთან დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან.

რაც შეეხება მეზობლებს, მათი თქმით, ქუთაისელი “კრიმინალური ავტორიტეტი” სკოლის დამთავრების შემდეგ ქვეყნიდან წავიდა და იმის შემდეგ უცხოეთშია.

ქუთაისელ “კანონიერ ქურდთან” ერთად ამერიკაში კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე იგივე “თავა” და დავით ტიკარაძე, იგივე “დათო” დააკავეს. საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ დაახლოებით 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაბადაძე, კაცაძე, თავბერიძე და ტიკარაძე მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ.

ყველა მათგანს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები