მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბავშვებზე მეტად ქვეწარმავლები სტუმრობენ” – ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე სკვერი მოუწესრიგებელია

“ბავშვებზე მეტად ქვეწარმავლები სტუმრობენ” – ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე სკვერი მოუწესრიგებელია

ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი მოუწესრიგებელია. ბავშვთა ატრაქციონები გაუთიბავ ბალახებშია განთავსებული.

ადგილობრივების თქმით, სკვერში ბავშვების ნაცვლად ქვეწარმავლები გადაადგილდებიან.

“ეს არის მიგდებული და მივიწყებული სკვერი. ვერ ხედავთ შარშანდელი ბალახიც კი გაუთიბავია. აქ ბავშვებს ვერ ვუშვებთ, მოზარდებზე მეტად ამ სკვერს ქვეწარმავლები უფრო სტუმრობენ”,- აცხადებენ ადგილობრივები “ინფო იმერეთთან” საუბრისას.

კომენტარები