მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბიბლუსის“ ორგანიზებით, უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე დაიწყო

“ბიბლუსის“ ორგანიზებით, უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე დაიწყო

საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის “ბიბლუსის“ ორგანიზებით, უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე დაიწყო.

ქუთაისში ლიტერატურული ტურნე ქუთაისი გალერეას ფილიალში (მის: რუსთაველის 4) 13 ივლისს ჩატარდება, ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.

ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს ავტორები მკითხველებს თავიანთ საავტორო წიგნებს წარუდგენენ.

მოწვეული ავტორები არიან გაგა ნახუცრიშვილი და თათია მემარნიშვილი.

სპეციალურად პატარა სტუმრებისთვის  სიურპრიზებსა და საჩუქრებს სათამაშოების მაღაზიათა ქსელი “პეპელა“ ამზადებს.

“პეპელას“ წარმომადგენლები და ანიმატორები ყველა შეხვედრას დაესწრებიან და ბავშვებისთვის განსაკუთრებულ შოუს გამართავენ.

კომენტარები