მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ბიძინა ივანიშვილის 10-წლიანმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ის, რომ რუსულ დროშას ცხვირწინ გვიფრიალებენ”

“ბიძინა ივანიშვილის 10-წლიანმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა ის, რომ რუსულ დროშას ცხვირწინ გვიფრიალებენ”

“ევროპა ჩვენია სახლიას” წარმომადგენლის თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით, გამოძიებას უნდა დაედგინა ჯგუფი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსული დროშა აღმართა.

მისივე თქმით, 8 აგვისტოს სტიკერების – “რუსეთი ოკუპანტია” გაკვრისთვის, ქუთაისის მერიამ ისინი 1000-1000 ლარით დააჯარიმა, ამ შემთხვევაში კი ერთ პირზე 500-ლარიანი ჯარიმის ოქმი გამოწერა.

“ჩვენ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მერიამ ამოწერა ათასლარიანი ორი ოქმი, ანუ 2 ათასი ლარით შეეცადა ჩვენ დაჯარიმებას, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვევაში ამოწერილია 500-ლარიანი ოქმი მხოლოდ ერთ ადამიანზე. საუბარი იყო იქ ჯგუფზე, 6 ადამიანზე. მერია ამ შემთხვევაშიც თავის დაძვრენას ცდილობს, რადგან კადრებში საერთოდ არ ჩანს კონკრეტულად ის ადამიანი კიდებს დროშას თუ არა. გამოძიება უნდა წასულიყო იმ მიმართულებით, რომ ჯგუფი დადგენილიყო, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა. 24 საათის განმავლობაში არც აპირებდნენ რეაგირების მოხდენას და ეს გუშინდელ პერიპეტიებს მოჰყვა.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადამიანს, არც ვიცი ვინ იყო, ვის აჯარიმებენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამას კოლექტიური სახელი ბიძინა ივანიშვილი აქვს. ბიძინა ივანიშვილის 10-წლიანმა პოლიტიკამ საქართველოში და კონკრეტულად ჩვენს ქალაქში შესაძლებელი გახადა ის, რომ რუსულ დროშას ცხვირწინ გვიფრიალებენ”, – განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ოკუპანტის დროშის აღმართვისთვის 40 წლის გიორგი გაგნიძე 500 ლარით დააჯარიმეს, 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე სტიკერების “რუსეთი ოკუპანტია” გაკვრისთვის აქტივისტები კი 1000-1000 ლარით.

კომენტარები