მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გაგნიძე, გამრეკელი, გელაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

გაგნიძე, გამრეკელი, გელაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს გაგნიძის, გამრეკელის და გელაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

გაგნიძე – გავრცელებულია თბილისში, ხაშურსა და თელავში. სავარაუდოდ, მომდინარეობს მეტსახელიდან გაგანა. გაგნიძეები ასურეთში ჩამოსახლდნენ ქლუხორიდან 1957 წელს.

გამრეკელი – უძველესი ფეოდალური საგვარეული მესხეთში. “ძველთა მთავართა გვარი”. გამრეკელ-თორელები XII ს-ში ფლობდნენ თმოგვის ციხეს, მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. საკუთარ სახელადაც გვევლინება: გამრეკელი კახასძე, გამრეკელი ჯავახიშვილი. სამხედრო თანამდებობის ტერმინიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამავე ძირისა: გამრეკელაშვილი, გამრეკელიძე -> გამრეკლიძე.

გელაშვილი – გავრცელებულია იმერეთში, ქართლში, კახეთში და სხვ. შედგება საკუთარი სახელისგან გელა. ამავე ძირისაა: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელიკაშვილი, გელოვანი… წარმოქმნის თვალსაზრისით გელა ძირის პროდუქტიულობა აყენებს საკითხს მის ეთნონიმურ წარმომავლობაზე. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული სკვითური ტომის სახელწოდება გელა, გელონი, გელონოი, გელონოსი, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი, მათი მეზობელი ტომთაგანი უნდა ყოფილიყო. გელაშვილების ბუდე-ადგილად სოფ. ნადაბური ითვლება; გადმოცემით გელაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა.

ცნობისთვის, “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები