მთავარიახალი ამბებისლაიდი

გადადგეს პრემიერ-მინისტრი – მოსახლეობა ირაკლი ღარიბაშვილს გადასადგომად ერთკვირიან ვადას აძლევს

გადადგეს პრემიერ-მინისტრი – მოსახლეობა ირაკლი ღარიბაშვილს გადასადგომად ერთკვირიან ვადას აძლევს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეებმა “ბიძინა ივანიშვილის მთავრობას” გადადგომისთვის ერთი კვირის ვადა მისცეს.

შეკრებილების მოთხოვნაა, ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვოს თანამდებობა და ეროვნული თანხმობის მთავრობა შეიქმნას.

მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას ვადას 3 ივლისამდე აძლევენ, იქამდე კი მათი თქმით, შემოივლიან მთელ საქართველოს და ერთი კვირის შემდეგ პარლამენტთან შეიკრიბებიან და იქამდე დარჩებიან, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

კომენტარები