თერჯოლის გარდაცვლილი მერის, ჩემი მეგობრის ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერის გახსნაზე არ დამპატიჟეს, გადაწყვიტეს, რომ “ოცნების” ლიდერების თვალში ჩემი იქ ყოფნა, გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი გიორგი უშიკიშვილი წერს.
“გუშინ თერჯოლაში, თერჯოლის გარდაცვლილი მერის ლაშა გოგიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერი, რომლის რეაბილიტაცია მისი დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ დასრულდა. ლაშა 20 წელზე მეტი, ჩემს ანსამბლში მღეროდა. ჩემთან მუშაობდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში და ერთად ვაშენებდით ცენტრს ჩვენი ხელებით. ის იყო ერთგული და უკეთილშობილესი ბიჭი. ჩემი ანსამბლის, ლაშარის გარდა არცერთ სხვა ანსამბლში არ უმღერია.
სკვერის გახსნის ცერემონიალზე, სადაც მისი მეგობრები დაპატიჟეს, მე არ შემატყობინეს. როგორც ჩანს, ორგანიზატორმა გადაწყვიტა, რომ ჩემი იქ ყოფნა, ადგილობრივი ხელისუფლების და “ოცნების” ლიდერების თვალში, გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა.
მეგობრებო, გარდაცვლილ კაცზეა საუბარი, ტრაგიკულად დაღუპულ ჩემს მეგობარზე. მე არაფერი არ მწყინს, უბრალოდ სირცხვილია ასეთი საქციელი! თავად ლაშას წინაშეა ასეთი საქციელი სირცხვილი და შეურაცხმყოფელი!
მიუხედავად მისი თანამდებობისა, ჩვენ ბოლომდე ვმეგობრობდით და ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს! არასდროს გვისაუბრია პოლიტიკაზე, იმიტომ რომ მეგობრობა ყველაფერზე მაღლა იდგა!” – წერს უშიკიშვილი.
ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა გასული წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.
კომენტარები