მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გამოიძიონ, რატომ დახარჯა ქუთაისის მერიამ ისეთ ადგილზე თანხა, სადაც საგზაო დეპარტამენტი ერთ კვირაში აპირებდა სამუშაოების დაწყებას”

“გამოიძიონ, რატომ დახარჯა ქუთაისის მერიამ ისეთ ადგილზე თანხა, სადაც საგზაო დეპარტამენტი ერთ კვირაში აპირებდა სამუშაოების დაწყებას”

ანტიკორუფციული მოძრაობა ქუთაისის მერიას ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციას, რომლის სამუშაოებისთვისაც ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე გამოიყო, თუმცა ტერიტორიაზე გზა ისევ გადათხრილია და სამუშაოები დასრულებული არ არის.

ანტიკორუფციული მოძრაობა ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებში კორუფციული გარიგების ნიშნებს ხედავს და სამართალდამცველ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“ამ ობიექტის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერია ხარჯავს 800 ათას ლარს, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაზეც დაიხარჯა თანხის ნაწილი, დახაზული იყო ეს გზა სულ რაღაც 5 დღის წინ და ახლა აღმოჩნდა, რომ საგზაო დეპარტამენტი ცალკე ტენდერით, ცალკე უტარებს გზას რეაბილიტაციას. ეს არის კორუფცია, ეს არის თანხის არამიზნობრივად ხარჯვა, უყურადღებობა, არაკვალიფიციურობა.

მინდა მოვუწოდო შესაბამის უწყებებს, რომ მოახდინინო რეაგირება და გამოიძიონ, რატომ დახარჯა მერიამ ისეთ ადგილზე თანხა, სადაც საგზაო დეპარტამენტი ერთ კვირაში აპირებდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას”, – განაცხადა ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა.

კომენტარები