მთავარიახალი ამბებისლაიდი

გაძვირდება თუ არა პური – პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელის განცხადება

გაძვირდება თუ არა პური – პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელის განცხადება

პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ირწმუნება, რომ უახლოეს პერიოდში პური არ გაძვირდება.

მისი თქმით, პურის მწარმოებლებს ნედლეულიდან დაწყებული ენერგომატარებლებით დასრულებული ყველაფერი გაუძვირდათ, თუმცა პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი მაინც არ არის.

“ქვეყანაში ფქვილის მარაგი არის, ფქვილი შემოდის. რაოდენობების მხრივ პრობლემები არ არის, თუმცა ფასები გაზრდილია, როგორც ხორბალზე, ასევე ფქვილზე. ზოგიერთი პრობლემა, პრობლემად რჩება ჩვენთვის. პურის ფასი ამ ეტაპზე არ გაიზრდება, მაგრამ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარეთ.

ბუნებრივი აირის ფასი შეიცვალა, „სოკარმა“ რეგიონებში დააწესა ტარიფი 1.15 ლარი, რაც ძალიან კარგია, რადგან ისინი ითვალისწინებენ პურპროდუქტების საკითხებს და ეს ტარიფი დააწესეს. თბილისი ენერჯიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საშუალება არ აქვთ და ტარიფი 1.38 ლარი იქნება. რას ნიშნავდა დერეგულირება, რომელიც ადრე შემოგვთავაზეს. მეწარმეს ჰქონდა იმის მოთხოვნის საშუალება, რომელიც მას აწყობდა. ჩვენ არ გვაწყობს მაღალი ტარიფი და გვინდა ცოტა შეღავათიანი ფასი, რომ არ გაიზარდოს პროდუქტის თვითღირებულება.

პურის ფასზე აისახება ფქვილის ღირებულება, ენერგომატარებლების ღირებულება – კომუნალური გადასახადები, ბენზინი და ა.შ. ეს ყველაფერი გაძვირებულია, მაგრამ 1 თვის წინ პური 10 თეთრით უკვე გაძვირდა, მაგრამ ახლა ახალი მოსავლის აღების პერიოდია, გარდა ამისა, შემოდის ხორბალი და ფქვილი. ის, რომ დაგიდასტუროთ ფასები გაიზრდებათქო არ იქნება მართალი“, – განაცხადა დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.

 

კომენტარები