მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გელათის კრამიტის სახურავი ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი”

“გელათის კრამიტის სახურავი ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი”

ვშიშობ, რომ კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის ტაძარზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გელათის რეაბილიტაციის პროცესი თავის დროზე არასწორად წარიმართა.

“ვშიშობ, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, სანამ არ იქნება დასკვნა, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი. თუ მოსახსნელი იქნა და 90%-ით ეს ასე იქნება, ეს არის უმძიმესი როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად. იტალიელ ექსპერტებსაც არ აქვთ დღეს პასუხი”, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, გელათის რეაბილიტაციის პროცესში პრობლემა იყო არაკომპეტენტური პირების ძეგლზე მუშაობა.

კომენტარები