მთავარიახალი ამბებისლაიდი

გელათი ისევ საფრთხეშია – ისტორიულ ტაძარზე ხელისუფლების ექსპერიმენტები გრძელდება

გელათი ისევ საფრთხეშია – ისტორიულ ტაძარზე ხელისუფლების ექსპერიმენტები გრძელდება

გელათის მონასტერი ისევ საფრთხეშია. ხელისუფლება ისტორიულ ტაძარზე დაუსრულებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.

კულტურის სამინისტრო არცერთი წინამორბედი კომპანიის შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილი არ არის და მონასტრის დროებითი გადახურვის სამუშაოებისთვის და უკვე გადახურული კრამიტის მოსახსნელად მორიგი ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან 3 მაისს გააფორმა.

205 000 ლარზე მეტ ხალხის ფულს კულტურის სამინისტრო მხოლოდ იმიტომ დახარჯავს, რომ წლების წინ სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ამ წლების განმავლობაში გელათში ექსპერიმენტები გრძელდება და შედეგი ვერ იდება. ყველა გონივრული ვადაა იმისთვის გასული, რომ დროებითი გადახურვა მაინც გაეკეთებინათ პროფესიონალურ დონეზე. გელათის სამარცხვინო რესტავრაციის ფარგლებში ორ ფაზას ვხედავთ, პირველი სამარცხვინო სისტემამ დააზიანა გელათის სამონასტრო კომპლექსი და მეორე, როდესაც ამაში პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაღალი ხარისხი ერთვება, რაც ხელს უშლის ამ მდგომარეობის გამოსწორებას”, – აცხადებს “ევროპა ჩემი სახლიას ” წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი.

კომენტარები