გერმანიაში, საქართველოს მოქალაქე სიგარეტის ქურდობისა და მანქანის გატეხისთვის დააკავეს. 37 წლის ქართველთან ერთად, კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა მან მიმალვა მოახერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეულ შუახნის კაცს ცეცხლსასროლი იარაღი აქვს.
როგორც გერმანული მედია წერს, მან გაქცევა მალისსა და ნეუ კალისს შორის არსებულ ტყეში მოახერხა. მედია წერს, რომ გაქცეულს ლურჯი სპორტული ტანსაცმელი ეცვა.
ადგილზე ამ დროისთვის საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ადგილზე მუშაობს ვერტმფრენიც.
კომენტარები