სტიქია ლენტეხის მუნიციპალიტეტში – რამდენიმე სოფელში გადაუღებელი წვიმის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, ხიდები და წაღებულია სოფლის ხიდ-ბოგირები.
დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და დაზიანდა სასოფლო სამეურნეო სავარგულების ნაწილი.
ადგილზე იმყოფებოდა რეგიონის პირველი პირი პაპუნა მარგველიძე.
ლენტეხის მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც ზარალს შეისწავლის.
კომენტარები