გელათთან დაკავშირებით ბევრი რამ არის გამოსაძიებელი, მაგრამ ამას არავინ გააკეთებს, ვიდრე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია, – ამის შესახებ იურისტმა სულხან სალაძემ განაცხადა.
“დანაშაულია ჩადენილი გელათთან დაკავშირებით, არაერთი ადამიანი უნდა იხდიდეს უკვე სასჯელს ამის გამო. დანაშაული იყო, როდესაც გადახურვის დროს არ იყო წესები დაცული და წყალი ჩავიდა. ამაზე პასუხი არავის უგია.
აქ შემოდის სახელმწიფოს მონაწილეობა, ეს იქნება სააგენტო, თუ კულტურის სამინისტრო. მაგრამ ცხადია ამის გამოკვლევას არავინ აპირებს. ვიდრე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია”, – განაცხადა სალაძემ.
მისი თქმით, ამ საქმეს არ იძიებენ რადგან ეს ის ხალხია, ვინც მოახდინა საყდრისის აფეთქება და ახლა ამ ხალხის პასუხისგებაში მიცემა ნიშნავს რომ ბევრი ამბავი ზედაპირზე ამოტივტივდება.
“არ იძიებენ იმიტომ, როდესაც გელათში ჩავიდა წყალი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელობდა ის ხალხი, ვინც ხელმძღვანელობდა საყდრისს აფეთქების დროს. ძალიან კარგად იციან, რაც მოხდა სინამდვილეში საყდრისში, ახლა ამ ხალხის დაკავება და ამ თემის ისევ შემოტანა, თუნდაც გელათის ნაწილში, ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი ამბავი შეიძლება ამოვიდეს ზედაპირზე“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
კომენტარები