მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დარეჯან სალდაძე საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

დარეჯან სალდაძე საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის გამგეობამ დარეჯან სალდაძე მეორე ვადით აირჩია.

დარეჯან სალდაძე საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის პოსტს 2023 წლის თებერვლიდან იკავებს.

მანამდე, საიას ქუთაისის ფილიალში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის იყო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი.

ასევე, ის დასაქმებული იყო ა(ა)აიპ “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ უფლებადამცველის პოზიციაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პროექტის “სოციალური უფლებების მდგომარეობის სამართლებრივი გაანალიზება“ ფარგლებში.

დარეჯან სალდაძე 2021 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში მუშაობს მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე. ის არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და ასევე, სპეციალიზებულია ბავშვთა უფლებებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.

კომენტარები