მთავარიახალი ამბებისლაიდი

დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება ჯერ არ განიხილება

დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება ჯერ არ განიხილება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს.

აქედან გამომდინარე, აზარაშვილი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მალე პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

“რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ძალიან მალე იქნება ეს. ვიმედოვნებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ძალიან მალე გამოაცხადებს პანდემიის დასასრულს, როგორც წლების წინ გამოაცხადა პანდემიის დასაწყისი. დღეისთვის მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული ყველა პარამეტრი, კრიტერიუმი, რითაც იზომება პანდემია ქვეყანაში. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე საკმაოდ არის შემცირებული ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი. ვფიქრობ, ამ ტენდენციით, დასასრული შორს არ უნდა იყოს.

რაც შეეხება შეზღუდვებს, ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციებსაც. ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეებში პირბადეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამას არ განვიხილავთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები